ონლაინ დახმარება
გაზის უსაფრთხოება

გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამომიმდინარე წლის 

23 მაისის 10:00 საათიდან  23 მაისის 14:00 საათამდე  ქალაქ თიანეთის ქუჩებს,  კერძოდ თამარ მეფეს, 300 არაგველეს, სანიკიძესა და ჭავჭავაძეს გაზმომარაგება შეუწყდა

 

აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად 

აღუდგებათ.

 

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზიბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებსდაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზისცხელ ხაზზე: 16 114.

თუ საცხოვრებელ სახლში, სადარბაზოში, ოფისში ან სხვა ნებისმიერ დახურულ სივრცეში იგრძენით გაზის სუნი, თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოების მიზნით, დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია და დარეკეთ SOCAR Georgia Gas-ის ცხელ ხაზზე -16 114 ან გაერთიანებულ საავარიო
სამსახურში -114.

ბუნებრივი გაზის გაჟონვის დროს, აუცილებელია დახურული სივრცის განიავება. არ შეიძლება ცეცხლის ან ისეთი ნივთების გამოყენება,
რომლებსაც შეუძლიათ ნაპერწკლის წარმოქმნა. თუ აღმოაჩინეთ ადამიანი უგონო მდგომარეობაში, გადაკეტეთ გაზი, გაანიავეთ ოთახი და
დაზარალებული სუფთა ჰაერზე გაიყვანეთ.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან უბედური შემთხვევებისა და ავარიების ძირითადი მიზეზები:

  • გაზის გაჟონვა - გაზის მოხმარების სისტემის ჰერმეტიზაციის დარღვევის შემთხვევაში ან გაზის წვის შეწყვეტისას;
  • გაზის დანადგარებში, საკვამლე არხებში წევის უქონლობა ან ნაკლებობა (იწვევს სრული ან არასრული წვის ნამწვის აირების სათავსოში მოხვედრას);
  • გაზის დანადგარების გაუმართაობა;
  • სათავსოების, სადაც დადგმულია გაზის დანადგარები, ვენტილაციის უქონლობა ან ნაკლებობა (იწვვეს სრული ან არასრული წვის ნამწვის აირების სათავსოში დაგროვებას);
  • არასრული წვის ნამწვი აირების წარმოქნა გაზის დანადგარში გაზის ქიმიური უკმარწვის შედეგად;
  • არასრული წვის ნამწვი აირების წარმოქნა გაზის დანადგარში გაზის ქიმიური უკმარწვის შედეგად;
  • უსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების უცოდინრობა და დარღვევა მომხმარებლებისა და ლიცენზიანტების მიერ.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ირგვლივ მაცხოვრებლებს - არ დატოვოთ რეაგირების გარეშე ბუნებრივი გაზის გაჟონვის ფაქტი.

ბუნებრივი გაზის გაჟონვის შემთხვევაში აცნობეთ SOCAR Georgia Gas-ის ცხელი ხაზის ოპერატორს ნომერზე -16 114. კომპანიის ტექნიკური სამსახურის
ბრიგადები დაფიქსირებულ შემთხვევაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენენ.

SOCAR Georgia Gas-ის ცხელი ხაზის სერვისი - 16 114 ხელმისაწვდომია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.

თუ ფლობთ გაჟონვის ადგილის შესახებ ინფორმაციას, აცნობეთ ადგილზე გამოძახებულ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადებს, რათა
დროულად მოხერხდეს დაზიანებული ადგილის შეკეთება.

იმ შემთხვევაში, თუ გაჟონვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო-სამედიცინო სამსახური -112.

გახსოვდეთ! სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე, აუცილებელია დაზარალებული მოწამვლის ტერიტორიიდან სუფთა ჰაერზე
გაიყვანოთ, გადაკეტოთ გაზი და გაანიავოთ დახურული სივრცე, სადაც გაზის გაჟონვა დაფიქსირდა.

გახსოვდეთ! ზამთრის დადგომამდე, ვიდრე საცხოვრებელ სახლებში (ბინებში) გამათბობლების ჩაირთვება, აუცილებელია მათი შემოწმება.
დარეკეთ SOCAR Georgia Gas-ის ცხელ ხაზზე -16 114 და გამოიძახეთ ტექნიკური სამსახურის ბრიგადა.

გახსოვდეთ! აუცილებელია მომუშავე გაზის დანადგარების პერიოდული შემოწმება. დარეკეთ SOCAR-ის ცხელ ხაზზე - 16 114 და გამოიძახეთ
ტექნიკური სამსახურის ბრიგადა, რომელიც თქვენს საცხოვრებელ სახლში (ბინაში) ყველა სახეობის გაზის დანადგარს შეამოწმებს.

SOCAR Georgia Gas-ის ტექნიკური სამსახურის მიერ გაზის გამათბობლის ან სხვა მოწყობილობების შემოწმება წელიწადის ნებისმიერ სეზონზე უფასოა.
დარეკეთ ცხელ ხაზზე - 16 114.

გაზის მოულოდნელი შეწყვეტის დროს, გაზის მოწყობილობებსა და გაზსადენზე სასწრაფოდ დაკეტეთ ონკანები და დაუყოვნებლივ
აცნობეთ SOCAR Georgia Gas-ის საავარიო სამსახურს - 16 114.

15 და მეტი დღით საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში ადგილობრივ სერვისცენტრს მიმართეთ, რათა მოხდეს გაზზე მიერთებული
გაზის ხელსაწყოების გამორთვა-დახშობა შესაბამისი აქტის გაფორმებით. საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებისთანავე კი,
სახლში (ბინაში) დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს შესამოწმებლად გამოიძახეთ SOCAR Georgia Gas-ის ტექნიკური სამსახურის ბრიგადა.

 

პასუხისმგებლობა საყოფაცხოვრებო გაზის მოწყობილობებისა და აპარატურის უსაფრთხო გამოყენებაზე საცხოვრებელ სახლებში (ბინებში)
მომხმარებლებს ეკისრებათ.

საყოფაცხოვრებო გაზის მოწყობილობებისა და აპარატურის მომხმარებელი პირები ვალდებულნი არიან:

  • უზრუნველყონ გაზის მოწყობილობათა ტექნიკურად გამართვა და სისუფთავე;
  • ყურადღება მიაქციონ გაზის დანადგარების მუშაობას, რომლებიც მიერთებულია საკვამლე არხებთან;
  • გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის ჩართვამდე შეამოწმონ კვამლსადენში წევა, პერიოდულად გაწმინდონ საკვამლე არხზე "ჯიბე”;
  • სახლის ხანგრძლივი დროით დატოვების შემთხვევაში გადაკეტონ გაზის ონკანი;
  • ყურადღება მიაქციონ სამზარეულოში გაზის დანადგარს თხევადი ნივთიერების დუღილის პერიოდში, რათა სითხის გადმოღვრამ შესაძლოა გაზის ჩაქრობა გამოიწვიოს;
  • გაზის მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში დარეკონ SOCAR Georgia Gas-ის ცხელ ხაზზე -16 114 და გამოიძახონ საექსპლუატაციო სამსახური;
  • გაზის მოულოდნელი შეწყვეტის დროს დაკეტონ ონკანები გაზის მოწყობილობებზე და ამის შესახებ აცნობონ SOCAR Georgia Gas-ის საავარიო სამსახურს -16 114.

კატეგორიულად აკრძალულია:

  • გაზით მომუშავე ყველა სახეობის დანადგარის მონტაჟი და ექსპლუატაცია, რომელთა ნამწვიც სათავსოშივე რჩება;
  • ნებისმიერი ხელსაწყოთი და მეთოდით ბუნებრივი გაზის დატაცება: გაზის მრიცხველზე ლუქის ახსნა ან ანათვალის ჩამოყრის მცდელობა, რაც აზიანებს მრიცხველს და გაჟონვის რისკებს ქმნის;
  • ყველა სახის არასტანდარტული თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოების გამოყენება;
  • გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არ არსებობის ან დაბინძურების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამოყენება;
  • გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოდან გაზის გაჟონვის აღმოჩენის მიზნით, ღია ცეცხლის გამოყენება;
  • დასასვენებლად ან დასაძინებლად იმ სათავსოების გამოყენება, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, გარდა იმ ოთახებისა, სადაც სახელმწიფო სტანდარტის გათვალისწინებით გამათბობელია დამონტაჟებული;
  • სავენტილიაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება;
  • წყალგამაცხელებელი და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში;
  • სახლის თვითნებური გაზიფიკაცია;
  • დამტკიცებული პროექტის გარეშე იმ სათავსოს გეგმის შეცვლა, რომელშიც დაყენებულია გაზის მოწყობილობები;
  • ჩართული გაზის მოწყობილობების უყურადღებოდ დატოვება;
  • გაზის მოწყობილობების არადანიშნულებისამებრ გამოყენება - საცხოვრებელი ადგილის გაზის ქურებით გათბობა ან გაზის მილზე თოკის გაბმა.
 

რა არის ბუნებრივი გაზი?

ბუნებრივი გაზი არის მაღალხარისხოვანი, უნივერსალური, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური სახის საწვავი, ასევე მოსახერხებელი
ენერგომატარებელი და საუკეთესო ტექნოლოგიური ნედლეული. ამიტომ გაზი ფართოდ გამოიყენება ადამიანის საწარმოო საქმიანობის
ყველა სფეროში.

ბუნებრივი გაზის შემადგენლობაში ძირითადად შედის: მეთანი (CH4) 92%-დან 98%-მდე, ეთანი (C2H6)5%-დან 15%-მდე, პროპანი(C3H8),
ბუტანი(C4H10), წყალბადი (H2), გოგირდწყალბადი (H2S), ნახშიროჟანგი (CO2), აზოტი (N2) და ცელიუმი (HE).

ბუნებრივი გაზი არ შეიცავს ნახშირჟანგს. CO - ე.წ. მხუთავი აირი არის ბუნებრივი გაზის წვის პროდუქტი. ბუნებრივი გაზის სრული და არასრული წვის
პროდუქტები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში მასზე ახდენს მავნე ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას - ხუთავს და წამლავს. მხუთავი
მოქმედება განპირობებულია შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის უკმარისობით.

ბუნებრივი გაზის ხარისხობრივი მაჩვენებლები

ბუნებრივი გაზის გაწმენდის ხარისხი - ტრანსპორტირებული გაზი არ უნდა შეიცავდეს მავნე მინარევებს, როგორიცაა ტენი, კონდენსატი,
პარაფინი, ფისი, ფისოვანი შენაერთები, მექანიკური მინარევები და მავნე ნივთიერებები.

ბუნებრივი გაზის სუნის ინტენსივობა - გაზს სუნი არ აქვს, ამიტომ გაჟონვის გამოსავლენად სუნს აძლევენ ოდორანტის დამატებით. სუნი,
სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა იგრძნობოდეს როცა ჰაერში გაზის მოცულობითი წილი 1%-ს შეადგენს.

ბუნებრივი გაზის პარამეტრები - ეს არის წნევა და ტემპერატურა, რომელთა საპროექტო სიდიდეების შენარჩუნებაც აუცილებელია გაზმომარაგების
რეჟიმისა და ნამის წერტილის პარამეტრების (წყალსა და ნახშირწყალბადებზე) დაცვის მიზნით.

ბუნებრივი გაზის თბოუნარიანობა - ეს არის საწვავი გაზის ძირითადი ენერგეტიკული მახასიათებელი, რადგან იგი არის მისი შინაგანი (ქიმიური)
ენერგიის მაჩვენებელი.

გარემოზე ზემოქმედება - გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და მისი ლიკვიდაციაში ბუნებრივი გაზის ფართო მოხმარებას მნიშვნელოვანი
წვლილი შეაქვს. კერძოდ, გაზის წვა ჭვარტლისა და გამონაბოლქვის ნაცრის გარეშე ხელს უწყობს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების
საჰაერო აუზის გასუფთავებას, რაც თავის მხრივ, სასიკეთოდ მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ასევე აიაფებს ტერიტორიებისა და
შენობა-ნაგებობების შენახვის ხარჯზე.

ბუნებრივი გაზის საშიში და მავნე თვისებები

საწვავი გაზის საშიში და მავნე თვისებებია:

  • გაზისა და ჰაერის ნარევის ფეთქებადსაშიშროება;
  • ხანძარსაშიშროება;
  • გაზის (არ არის დამახასიათებელი ბუნებრივი გაზისთვის) და მისი არასრული წვის პროდუქტების (ყველაზე საშიში ნივთიერების - ნახშირჟანგის CO) ტოკსიკურობა.

 

ბუნებრივი გაზით მოწამვლის სიმპტომები

გაზით მოწამვლა შესაძლოა მძიმე ან მსუბუქი იყოს. მსუბუქი მოწამვლისას ადამიანი უჩივის თავის ძლიერ ტკივილს, ტკივილს შუბლის,
საფეთქლების მიდამოში, ყურებში შუილს, თავბრუს, სისუსტეს, გულისცემის გახშირებას, გულის რევასა და პირღებინებას. ადამიანი გონზეა,
მაგრამ თითქოს გაბრუებულია. მძიმე მოწამვლისას შესაძლოა განვითარდეს მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, სახეზე
გაჩნდეს ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები - ამ დროს გუგები მკვეთრად გაფართოებულია, ირღვევა სუნთქვა, მომატებულია სხეულის ტემპერატურა,
რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.